უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - ფრონტის ხაზი ძალიან ფართოა და გადის 2 500 კილომეტრზე უკრაინის ტერიტორიაზე, აქედან 1 300 კილომეტრზე აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - ფრონტის ხაზი ძალიან ფართოა და გადის 2 500 კილომეტრზე უკრაინის ტერიტორიაზე, აქედან 1 300 კილომეტრზე აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება

ფრონტის ხაზი ძალიან ფართოა და გადის 2 500 კილომეტრზე უკრაინის ტერიტორიაზე, აქედან 1 300 კილომეტრზე აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ფრონტზე მოვლენები გეგმის მიხედვით ვითარდება და ქვეყნის სამხედროები ცალკეულ მიმართულებებზე წარმატებას აღწევენ.

უკრაინული მედია წერს, რომ ხერსონის მიმართულებაზე რუსეთის არმიის 83-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადამ საცეცხლე ძალის 40 და ცოცხალი ძალის 30 პროცენტი დაკარგა და დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადავიდა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკრაინულმა ავიაციამ 12 დარტყმა მიაყენა, რომლებიც მიზნად ისახავდა ცოცხალი ძალის, სამხედრო და სპეცტექნიკის, ასევე მტრის სამხედრო ობიექტების განადურებას.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 14 სარაკეტო და 15-ზე მეტი საავიაციო დარტყმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე. ვრცელდება ინფორმაცია ხარკოვისა და სუმის რეგიონების დაბომბვის შესახებ.