უკრაინის პრეზიდენტმა ნაკრების წევრებს მიმართა – თქვენ გვერდით ვართ, დიდება უკრაინას #1TVSPORT
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა ავსტრიასთან ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების დამარცხებაზე 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში.
„ეს არის ევრო 2020, სადაც მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები არიან. რთული მატჩი იყო. დიახ, დღეს ჩვენ მწარე და დასანანი მარცხი განვიცადეთ. ამასთან, ეროვნულმა გუნდმა ამ თამაშის შემდეგაც არ დაკარგა 1/8 ფინალში მონაწილეობის შანსი, ისევე როგორც ჩვენი მხარდაჭერა! რადგან ისინი ჩვენი ბიჭები არიან და თქვენ გვერდით ვართ! დიდება უკრაინას“, – წერს ზელენსკი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
21 ივნისს, უკრაინის ნაკრები ავსტრიას ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მე-3 ტურში შეხვდა. ბუქარესტის „ნაციონალის“ სტადიონზე გამართული ეს დაპირისპირება ავსტრიელთა გამარჯვებით დასრულდა 1:0.
ჯგუფური ეტაპის შედეგების მიხედვით, ჰოლანდიელებმა „ც“ ჯგუფში გაიმარჯვეს (9 ქულა), ავსტრიელები (6) ცხრილში მეორე ადგილზე არიან, უკრაინა – მესამეზე (3), ხოლო მეოთხეზე – ჩრდილოეთ მაკედონია (0).
ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე 4 საუკეთესო მეოთხეადგილოსანი გავა. დღევანდელი მდგომარეობით უკრაინა მესამე ადგილზეა, მაგრამ ყველაფერი სხვა ჯგუფებში ჩასატარებელი თამაშების შედეგებზეა დამოკიდებული.
Це Євро-2020, де найкращі з найкращих. Так, знову тяжкий матч. Так, сьогодні маємо гірку та прикру поразку. Проте навіть після цієї гри збірна не втратила як шансу на участь у 1/8 фіналу, так і нашої з вами підтримки! Бо це – наші хлопці. Збірна, ми з тобою! Слава Україні! pic.twitter.com/9q1gO0sXDO
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 21, 2021