უკრაინის ნაკრების ექს-მწვრთნელმა წიტაიშვილს მიმართა - ნუ იჩქარებ საქართველოს სახელით თამაშს
უკრაინის ნაკრების ექს-მწვრთნელმა წიტაიშვილს მიმართა - ნუ იჩქარებ საქართველოს სახელით თამაშს

მირონ მარკევიჩმა კიევის „დინამოდან“ პოლტავასვორსკლაში” იჯარით გადასულ უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის თავდამსხმელს, გიორგი წიტაიშვილს მიმართა, – ხარკოვის „მეტალისტისა“ და უკრაინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელს ურჩია, რომ საქართველოს სახელით თამაში არ იჩქაროს.

„ყველაფერი დამოკიდებულია ფეხბურთელის და მისი ახლო ნათესავების პოზიციაზე. თუ მან სერიოზულად გადაწყვიტა მოქალაქეობის შეცვლა, მაშინ ძნელი იქნება მისი გადარწმუნება. ყველა თავის გზას ირჩევს. მაგრამ მას ვურჩევდი, რომ არ იჩქაროს, მაგრამ თავისი თამაშით დაამტკიცოს, რომ ის იმსახურებს მთავარ როლებში ყოფნას „დინამოში“, შემდეგ კი უკრაინის ნაკრების კარის გაღებაც გაუადვილდება“, – განაცხადა ცნობილმა სპეციალისტმა Meta-ratings-თან ინტერვიუში.

უკრაინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გიორგის დაფიქრებისკენ მოუწოდებს.

„უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში წიტაიშვილი იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ამბიციური ბიჭია და როგორც ჩანს, დარწმუნებული იყო, რომ კიევის „დინამოში“ ადგილს დაიმკვიდრებდა. წიტაიშვილს სათამაშო პრაქტიკის პრობლემა რომ არ შექმნოდა, „ვორსკლაში“ იჯარით გაუშვეს. ინტერვიუებში გიორგი აცხადებდა, რომ პოლტავაში ყველაფრით კმაყოფილი იყო. მაგრამ არაა გამორიცხული, გუნდის შეცვლის შემდეგ აზრი შეეცვალა და საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლის უფრო სწრაფ იმედს საქართველოს ნაკრებში თამაშს უკავშირებს“.

მარკევიჩი წიტაიშვილს აფრთხილებს, რომ მას ადგილი საქართველოს ნაკრებშიც არ აქვს გარანტირებული.

„დღეისათვის გიორგის გაუჭირდება კონკურენცია გაუწიოს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ქვეყნის ნაკრებში მის პოზიციაზე თამაშობენ. განვმარტავ, რომ ნაკრებში თამაშის უფლება უნდა დაიმსახურო და ეს მხოლოდ უკრაინის ნაკრებს არ ეხება“.