უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში ოთხ მიმართულებაზე რუსეთის 60-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს
უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში ოთხ მიმართულებაზე რუსეთის 60-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს

გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოთხ მიმართულებაზე რუსეთის 60-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა განახორციელეს ხუთი სარაკეტო და 25 საავიაციო დარტყმა, ასევე 34-ჯერ გახსნეს ცეცხლი რეაქტიული ზალპური სისტემებიდან.

უკრაინული მხარის განცხადებით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინსკის მიმართულებებზეა მობილიზებული. დაიბომბა სუმის ოლქი და ხარკოვი, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.