„პეტრიოტის“ ტიპის რაკეტები უკრაინისთვის
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის „პეტრიოტის“ 500 ერთეული რაკეტის პოტენციური მიყიდვის შეთანხმება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ტრამპის ადმინისტრაციამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინისთვის „პეტრიოტის“ რაკეტების რეალიზაციას.
უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა, ზელენსკის განცხადებით, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ შეთანხმების მიხედვით, რაკეტების მიწოდება მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყება, უკრაინას კი ისინი ახლავე სჭირდება.