უკრაინის გენშტაბის ცნობით, დონეცკის ოლქში რამდენიმე მიმართულებაზე რუსი ოკუპანტების იერიშები მოიგერიეს, ორ ადგილას კი ბრძოლა გრძელდება
უკრაინის გენშტაბის ცნობით, დონეცკის ოლქში რამდენიმე მიმართულებაზე რუსი ოკუპანტების იერიშები მოიგერიეს, ორ ადგილას კი ბრძოლა გრძელდება

უკრაინის არმიამ დონეცკის ოლქში რამდენიმე მიმართულებაზე რუსი ოკუპანტების იერიშები მოიგერია, ორ ადგილას კი ბრძოლა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის არმიის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კრამატორსკისა და ბახმუტის რაიონებში დასახლებული პუნქტები რეაქტიული არტილერიით დაბომბეს. ქალაქ ბახმუტის წინააღმდეგ რუსეთმა სამხედრო ავიაციაც გამოიყენა.

უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, რუსეთის არმიის ნაწილებს დანაკარგები აქვთ, თუმცა კვლავ ცდილობენ უგლეგორსკის თბოსადგურის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას. რუსული ჯარები ცდილობდნენ წინსვლას ხერსონის რაიონში, მაგრამ ზარალი განიცადეს და ქაოტურად უკან დაიხიეს.

უკრაინელმა სამხედროებმა ხმელნიცკის რაიონის წინააღმდეგ ნასროლი ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაანეიტრალეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსული „სუ 25“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.