უკრაინელმა ჩოგბურთელმა სვირინგის დასახატად აუქციონზე საკუთარი ხელი გაიტანა #1TVSPORT
უკრაინელმა ჩოგბურთელმა სვირინგის დასახატად აუქციონზე საკუთარი ხელი გაიტანა #1TVSPORT

მსოფლიოს 654-ე ჩოგანმა უკრაინელმა ალეკსანდრა ოლეინიკოვამ აუქციონზე საკუთარი ხელი გაიტანა. 20 წლის ჩოგბურთელი აუქციონის მონაწილეებს სთავაზობს უფლებას, მის მარჯვენა ხელსა და მხარზე დაიტანონ ნებისმიერი სვირინგი და ამ ტატუს სრულუფლებიანი მფლობელები გახდნენ.

„ამას ვერაფერში გამოიყენებთ, თუმცა გეცოდინებათ, რომ ის თქვენი საკუთრებაა. მომავალში, როცა უიმბლდონზე და როლან გაროსზე გამოვალ, გექნებათ შანსი, ეს ტატუ უფრო ძვირად გაყიდოთ“, – განაცხადა ჩოგბურთელმა.

გამარჯვებული 18 მარტს გამოვლინდება. ფასი ყოველდღიურად იწევს და პროგნოზირებენ, რომ უკრაინელი საკუთარ ხელს მილიონადაც კი გაყიდის.