უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთის ტამბოვის ოლქში, ნავთობსატუმბ სადგურზე იერიშის შედეგად ნავთობსადენი „დრუჟბა“ დაზიანდა და მუშაობა განუსაზღვრელი დროით შეწყვიტა
უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთის ტამბოვის ოლქში, ნავთობსატუმბ სადგურზე იერიშის შედეგად ნავთობსადენი „დრუჟბა“ დაზიანდა და მუშაობა განუსაზღვრელი დროით შეწყვიტა

უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთის ტამბოვის ოლქში, ნიკოლსკოეს ნავთობსატუმბ სადგურზე იერიშის შედეგად დაზიანდა მთავარი ნავთობსადენი „დრუჟბა“ და მუშაობა განუსაზღვრელი დროით შეწყვიტა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების დანაყოფის მეთაური რობერტ ბროვდი აცხადებს.

„ნიკოლსკოეს ნავთობსატუმბი სადგური უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მე-14 რაზმის „ჩიტებმა“ გაანადგურეს“, – აღნიშნა ბროვდმა.

უკრაინის გენერალურ შტაბში კი აცხადებენ, რომ ნიკოლსკოეს სადგური რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ნაწილია და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის სრული შეწყვეტის მისაღწევად უკრაინის თავდაცვის ძალები მუდმივად შეეცდებიან, შეამცირონ რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალი.