„უიპეშტი“ და ბერიძე უნგრეთის თასის ნახევარფინალში გავიდნენ #1TVSPORT
„უიპეშტი“ და ბერიძე უნგრეთის თასის ნახევარფინალში გავიდნენ #1TVSPORT

გიორგი ბერიძის „უიპეშტმა“ უნგრეთის თასის მეოთხედფინალში საკუთარ მოედანზე „მეზოკოვეშდს“ (სადაც სამი ქართველი თამაშობს) უმასპინძლა და დაძაბული ბრძოლისა და პენლატების სერიის შედეგად თასის ნახევარფინალში გავიდა.

მეზოკოვეშდში“ ნოდარ ქავთარაძე, ლუკა ლაკვეხელიანი და უკრაინის მოქალაქე მიხეილ მესხი ირიცხებიან. მაგრამ პირველი ორი ტრავმის გამო ისვენებდა, მესხი კი განაცხადში იყო და არ უთამაშია. გიორგი ბერიძე კი „უიპეშტის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 61-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 79-ე წუთზე შეცვალეს.

ანგარიში 33-ე წუთზე „მეზოკოვეშდის“ დანიელ ვადნაიმ გახსნა. მასპინძლებიდან წონასწორობა 74-ე წუთზე ანტონიო პეროშევიჩმა აღადგინა. გამარჯვებული ვერც დამატებულმა დრომ გამოავლინა და პენლატების სერია დაინიშნა. საწყისი 5 დარტყმიდან ორივე გუნდმა 1-1 პენალტი ვერ გამოყენა და მერე დაიწყო სერია პირველ გაფუჭებამდე. „უიპეშტის“ ნახევარმცველმა ზოლტან შტებერმა ზუსტად დაარტყა, „მეზოკოვეშდის“ ნახევარმცველმა დინო ბისეროვიჩმა კი ვერ გაიტანა, „უიპეშტმა“ 5:4 მოიგო და თასის ნახევარფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ბერიძემ „უიპეშტის” ნახევარფინალში გასვლაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა. უნგრეთის ჩემპიონატში გატანილ 6 გოლთან ერთად, 23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა თასზე ჩატარებულ 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ანუ მის ანგარიშზე 22 მატჩში 11 გოლია – სხვათა შორის, ამ მაჩვენებლით, ბერიძე ბუდუ ზივზივაძესაც უსწრებს, რომელმაც 26 მატჩში 10 გოლი გაიტანა – „ფეჰერვარის“ ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე ჩემპიონატის 23 მატჩში 7 გოლია, ხოლო თასის 3 მატჩში – 3 გოლი.

დანარჩენი მეოთხედფინალური მატჩები 10 მარტს გაიმართება – ბუდუ ზივზივაძისფეჰერვარი“ „ბუტაფოკს“ მიიღებს, „კიშვარდა“ – „ზალაეგერზეგს“, ხოლო მტკ „დებრეცენს“.