ბერიძემ უნგრეთში ისევ გაიტანა - ქართველი გუნდის ბომბარდირია [ვიდეო] #1TVSPORT
ბერიძემ უნგრეთში ისევ გაიტანა - ქართველი გუნდის ბომბარდირია [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ბერიძემ უნგრეთის NB I-ში (უმაღლესი ლიგა) მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ ქართველი თავდამსხმელის გოლი გუნდს ქულის მოსაპოვებლადაც არ ეყო.

უნგრეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში ბერიძის გუნდი, „უიპეშტი“ გათამაშების მეორეადგილოსანპუშკაშის აკადემიას“ ესტუმრა. გიორგი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს. გოლი კი 45-ე წუთზე გაიტანა – 24 წლის ქართველმა თავდამსხმელმა პენალტი უნაკლოდ გამოიყენა.

ბერიძის გოლით „უიპეშტმა“ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ქულის შენარჩუნებაც ვერ მოახერხა, 72-ე წუთზე მერე გოლი გაუშვა და საბოლოოდ, „პუშკაშ აკადემიამ“ გაიმარჯვა. „უიპეშტი“ 25 ტურის შემდეგ, 31 ქულით მე-7 ადგილზეა.

გიორგი ბერიძე „უიპეშტს“ სეზონის დაწყების შემდეგ შეუერთდა, მალევე კორონავირუსი დაუდასტურდა და მხოლოდ 18 მატჩი გამართა, მაგრამ ექვსი გოლით, კრისტიან სიმონთან ერთად, გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.