უგოლო ფრე „ეროსი მანჯგალაძეზე“ – „სამტრედიას“ გოლი არ ჩაუთვალეს #1TVSPORT
უგოლო ფრე „ეროსი მანჯგალაძეზე“ – „სამტრედიას“ გოლი არ ჩაუთვალეს #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-7 ტურის შეხვედრები დაიწყო. „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ „სამტრედიამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.

მატჩის მეორე ნახევარი უფრო საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ „სამტრედიას“ შემტევის ოთარ კობახიძის დარტყმული ძელს მოხვდა, ქუთაისელთა მცველის, ვაჟა ტაბატაძის შეტევას კი მეკარე გადაეფარა.

„სამტრედიამ“ 61-ე წუთზე გოლი გაიტანა – ქუთაისელთა კარი თავური დარტყმით ოთარ კობახიძემ აიღო, მაგრამ თამაშგარე დაუფიქსირეს.

საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა. 7 ტურის შემდეგ „სამტრედიამ“ 4 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზეა, ხოლო „ტორპედო“ 5 ქულით ერთი საფეხურით ზემოთაა.

 


სამტრედია-ტორპედო 0:0


06/04. 2021. სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე – არენა“

სამტრედია“: კულუა – გიორგაძე, სამბუ, ერაძე – იოსელიანი, მესიაჩენკო (85. რობაქიძე), ცეცხლაძე, კვირკვია – ნათან ჟუნიორი (85. ლომთაძე), ჯიქია (46. კობახიძე), რუხაძე

ტორპედო“: ჰამზიჩი – ტაბატაძე, მირცხულავა, ჩაკვეტაძე, ნადარაია, ჩალაძე (83. ტუიჩიბაევი) – მამასახლისი, რეკიში, ბუკასი – ზიდანი, შარვაშიძე (46. კვერნაძე)

მთავარი არბიტრი: გ. ყრუაშვილი

გაფრთხილებები: სამბუ (15), კვირკვია (45), ნათან ჟუნიორი (55), ნადარაია (88)