საქართველოს თასის 1/16-ფინალური წყვილები ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს თასის 1/16-ფინალური წყვილები ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 32-ე გათამაშების 1/16 ფინალის წილისყრა გაიმართა, რომელშიც ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 20 გუნდი მონაწილეობდა. ასევე, მეორე ეტაპის 12 გამარჯვებული.

ამ გუნდებიდან შვიდი ლიგა 3-ის, სამი – ლიგა 4-ის, ხოლო ორი რეგიონული ლიგის წარმომადგენელი გახლავთ. მატჩები 20-21 აპრილს შედგება. მხოლოდ ერთი წყვილია, სადაც ეროვნული ლიგის გუნდები დაუპირისპირდებიან – ქობულეთის „შუქურა“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლებს.

საქართველოს თასის 1/16 ფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

შეგახსენებთ, რომ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მატჩები ერთრაუნდიანია და მასპინძლები დაბალი რეიტინგის მქონე ან დაბალი ლიგის გუნდები არიან.