უფრთხილდით ოქრიაშვილს - კვიპროსული გამოცემა თასის მატჩამდე „აპოელს“ აფრთხილებს #1TVSPORT
უფრთხილდით ოქრიაშვილს - კვიპროსული გამოცემა თასის მატჩამდე „აპოელს“ აფრთხილებს #1TVSPORT

კვიპროსის თასის ნახევარფინალში „ანორთოსისი“ დღეს, 14 აპრილს „აპოელს“ საკუთარ არენაზე უმასპინძლებს, ხოლო 21 აპრილს ნიქოზიაში ესტუმრება. 

ეს მატჩი უკვე შეფასდა, როოგრც მწვრთნელების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ეს გაზვიადება არ არის, რადგან ორივე გუნდისთვის კვირპოსის თასის მოპოვება არის შანსი, ევროპის ლიგის საგზური მიიღოს. ამასთან დაკავშირებით, 24sports „აპოელის“ მოთამაშეებს აფრთხილებს, რომ ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ერთ-ერთი ლიდერის, თორნიკე ოქრიაშვილის წინააღმდეგ ყურადღებით ითამაშონ.

„ოქრიაშვილი „საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს დიდი ყურადღება სჭირდება, რადგან მისი მეტოქესთვის ძალიან საშიში თვისებები გააჩნია. ამიტომ, ემილიო ენსუ („აპოელის“ ესპანელი მცველი, „მალიორკას“ და რეალ სოსიედადისექს-მოთამაშე) უნდა შემოიფარგლოს ოქრიაშვილის განეიტრალებით, ხოლო შეტევებში მისი მონაწილეობა უნდა შემოიფარგლოს მეტოქის შეჩერებითა და მაქსიმუმ კუთხურებში მონაწილეობით“, – წერს კვიპროსული გამოცემა.

protathlima კი ყურადღებას ოქრიაშვილის მომავალზე ამახვილებს: „თორნიკე ოქრიაშვილი კვლავ ცდილობს კვიპროსზე უკეთეს ლიგაში ითამაშოს. ქართველმა „აპოლონთან“ მატჩში აჩვენა, რომ „ანორთოსისის“ წინაშე ვალდებულებას გრძნობს, მაგრამ ამავე დროს, საკუთარ მომავალზე და სხვა ქვეყანაში გადასვლაზე ფიქრობს. ეჭვგარეშეა, ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც კვიპროსში ითამაშა“.

დატოვე კომენტარი