ოქრიაშვილმა ისევ გაიტანა, ერთიც არ ჩაუთვალეს - ქეცბაიას „ანორთოსისმა“ მოგება ბოლო წამებზე ხელიდან გაუშვა [ვიდეო] #1TVSPORT
ოქრიაშვილმა ისევ გაიტანა, ერთიც არ ჩაუთვალეს - ქეცბაიას „ანორთოსისმა“ მოგება ბოლო წამებზე ხელიდან გაუშვა [ვიდეო] #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატის 33-ე ტურში ახლოს იყო, რომ ნავსი გაეტეხა – ფამაგუსტას გუნდი ფინალურ ექვსეულში პირველი გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო წამებზე მოგება ხელიდან გაუშვა.

ქართველი სპეციალისტის გუნდი სტუმრად ლიმასოლში მესამეადგილოსან „აპოლონს“ ესტუმრა. ქეცბაიამ ძირითად შემადგენლობაში ოთხივე ქართველი დააყენა – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია. ლიმასოლელთა შორის კი გიორგი პაპუნაშვილი განაცხადშიც არ ყოფილა.

შეხვედრის საწყის ათ წუთში ორი გოლი გავიდა, მაგრამ არბიტრმა არც ერთი არ ჩათვალა. „აპოლონის“ იანის იანიოტასი თამაშგარე პოზიციაში იყო, ხოლო „ანორთოსისიდან“ თავის გამოჩენა ოქრიაშვილს შეეძლო, რომელზეც წესის დარღვევა დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრების შემტევმა მაინც გაიტანა. 59-ე წუთზე ოქრიაშვილმა „აპოლონს“ ეფექტური გოლი გაუტანა და გუნდი დააწინაურა. მაგრამ ფამაგუსტელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ბოლო დამატებულ წუთზე ვილ დონალდ გუერემ წონასწორობა თავური დარტყმით აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.

კვიპროსის ჩემპიონატში გამართული 32 ტურის შემდეგ „ანორთოსისმა“ 53 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილს იკავებს. ოქრიაშილმა კი 18 ტურში მე-10 გოლი გაიტანა მიუახლოვდა გიორგი ქვილითაიას, რომლის ანგარიშზეც 14 გოლია.

დატოვე კომენტარი