UFC I გიგა ჭიკაძე ქვემსუბუქი წონის რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა #1TVSPORT
UFC I გიგა ჭიკაძე ქვემსუბუქი წონის რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა #1TVSPORT

UFC-ის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში დაწინაურდა და, ახალი კლასიფიკაციის მიხედვით, მერვე პოზიციას იკავებს. აქამდე ის რეიტინგში მეცხრე იყო.

გასულ შაბათს ჭიკაძემ სინგაპურში ჩატარებულ UFC-ის ღონისძიებაზე ამერიკელი მებრძოლი ალექს კასერესი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ეს იყო ქართველის პირველი ჩხუბი 2022 წლის იანვრის შემდეგ.

კარიერის განმავლობაში ჭიკაძემ MMA-ში 18 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 15 მოიგო. რაც შეეხება უშუალოდ UFC-ის, მის ანგარიშზე 8 გამარჯვება და 1 მარცხია.

გიგასთან ერთად ქვემსუბუქ წონაში ილია თოფურიაც გამოდის. MMA-ში დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი სიაში მეხუთეა.