უელსელთა ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კრეიგ ფელონი დაიღუპა

17:05, 16.07.2019

უელსის ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი და წარსულში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი კრეიგ ფელონი ორშაბათს, 36 წლის ასაკში დაიღუპა.

იგი 2005 წელს, 23 წლის ასაკში გახდა მსოფლიო ჩემპიონი და დღემდე მესამე ბრიტანელი ძიუდოისტია, რომელსაც აღნიშნული ტიტული აქვს. -60 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობისას 2006 წელს ევროპის ჩემპიონატიც მოიგო, ხოლო პეკინის ოლიმპიადაზე კი მეშვიდე ადგილზე გავიდა.

კრეიგმა ძიუდოს თავი 2011 წელს დაანება და მას შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო. იგი ჯერ ავსტრიული კლუბის მთავარი მწვრთნელი იყო, შემდეგ, ამავე წლის აპრილში, უელსის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში დაინიშნა.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, მარიუს ვიზერმა აღნიშნული ფაქტის გამო მწუხარება გამოთქვა.

ფელონის გარდაცვალება  ჩვენი სპორტისთვის დიდი დანაკარგია. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით, მსურს, ამ მძიმე და რთულ დროს, კრეიგის ოჯახს ჩვენი თანადგომა შევთავაზო“, – განაცხადა ვიზერმა.

მსგავსი