უეფამ დიეგო სიმეონეს ბრალი წაუყენა
უეფამ დიეგო სიმეონეს ბრალი წაუყენა

უეფამ მადრიდის ატლეტიკოს მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს შეუფერებელ საქციელში დასდო ბრალი და სასჯელის გამოტანის საკითხს რამდენიმე დღეში განიხილავს.

საქმე ეხება უცენზურო ჟესტს, რომელიც არგენტინელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის მიმდინარეობისას, კონკრეტულად კი მისი გუნდის მიერ გოლის გატანის შემდეგ ტრიბუნებს უჩვენა.

მოგვიანებით სიმეონემ განაცხადა, რომ შეურაცხყოფის მიყენება არავისთვის სურდა და ბოდიშიც მოიხადა.

მატჩი ატლეტიკოსა და იუვენტიუსს შორის მადრიდელთა გამარჯვებით, 2-0 დასრულდა. განმეორებითი მატჩი ტურინში 12 მარტს გაიმართება.