უეფა-ს სუპერთასის წინ „ასტონ ვილამ“ „ბაიერნთან“ ამხანაგური მატჩი წააგო #1TVSPORT

19:44, 07.08.2026

ევროპის ლიგის გამარჯვებულმა „ასტონ ვილამ“ ბოლო ამხანაგური შეხვედრა გამართა უეფა-ს სუპერთასის წინ. ბირმინგემელები აზიური ტურნეს ფარგლებში ჰონგ კონგში „ბაიერნს“ შეხვდნენ და 1:2 დამარცხდნენ.

37-ე წუთზე ანგარიში მიუნხენელების მცველმა, მინ-ჟაე კიმმა გახსნა, 74-ე წუთზე უპირატესობა გაზარდა ლუის დიასმა. „ასტონ ვილამ“ ერთი საპასუხო გოლი 83-ე წუთზე გაიტანა. მისი ავტორია ჟოაო გომესი.

უეფა-ს სუპერთასის ფინალი 12 აგვისტოს ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში გაიმართება. „ასტონ ვილა“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს, „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება.

მსგავსი