უეფა-ს სუპერთასი „ჩელსიმ“ მოიგო #1TVSPORT
უეფა-ს სუპერთასი „ჩელსიმ“ მოიგო #1TVSPORT

ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, „უინძორ პარკზე“ უეფას სუპერთასი გაითამაშეს ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონმა „ჩელსიმ“ და ევროპის ლიგის გამარჯვებულმა „ვილიარეალმა“.

„ჩელსიმ“ მძლავრად დაიწყო და საწყის 25 წუთში 80 პროცენტი ჰქონდა ბურთის ფლობა. ამან შედეგი გამოიღო – ჰაკიმ ზიეში პირველი მაროკოელი გახდა, ვინც სუპერთასის ფინალში გოლი გაიტანა. გარდა ამისა, სანამ მძიმე ტრავმას მიიღებდა და მოედანს დატოვებდა, ზიეშმა 40 წუთში ოთხი შანსი შექმნა. შედარებისთვის, მთელს „ვილიარეალს“ სამი შანსი ჰქონდა.

ზიეშის გასვლის შემდეგ, „ვილიარეალმა“ პირველივე ტაიმში სცადა ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ხერარდ მორენომ ძელს გაარტყა ბურთი. თუმცა, ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა მაინც შეძლო გათანაბრება, როცა ბულეიე დიას შესანიშნავი პასი გამოიყენა.

ამის შემდეგ გუნდებს ჰქონდათ ანგარიშის შეცვლის შანსები, მაგრამ საქმე პენალტების სერიებამდე მივიდა, რომლის დაწყებამდე „ჩელსის“ დამრიგებელმა თომას ტუხელმა მეკარე შეცვალა – მენდის ნაცვლად არისაბალაგა გაიყვანა და ესპანელმა გაუმართლა: კეპამ ორი პენალტი მოიგერია, რითაც ლონდონურმა კლუბმა არსებობის ისტორიაში მეორედ მოიგო სუპერთასი.

 

ფაქტები

* ხერარდ მორენომ ევროტურნირებზე ბოლო ცხრა მატჩში მერვე გოლი გაიტანა.

* 2021 წელს, მორენო TOP5 ქვეყნების ფეხბურთელებს შორის მეხუთე ადგილზეა გოლების რაოდენობით:

28 – ლიონელ მესი

28 – რობერტ ლევანდოვსკი

28 – კილიან მბაპე

27 – ერლინგ ჰალანდი

23 – ხერარ მორენო

* უნაი ემერის ოთხჯერ მოუგია მწვრთნელის რანგში ევროპის ლიგა, მაგრამ უეფა-ს სუპერთასზე გამარჯვება არ ჰქონია.

* „ჩელსის“ ბოლო ოთხი 11-მეტრიანების სერიიდან სამი ჰქონდა წაგებული, მათ შორის, 2019 წელს, უეფა-ს სუპერთასი „ლივერპულთან“.

* თომას ტუხელი „ჩელსის“ ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგა და უეფა-ს სუპერთასი მოიგო.

* ტუხელს არასოდეს წაუგია ესპანურ გუნდებთან – ცხრა მატჩში ოთხი მოგება და ხუთი ფრე.

* ჟორჟინიო და ემერსონი პირველი ფეხბურთელები არიან ისტორიაში, რომლებმაც ერთ წელს მოიგეს ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი და სუპერთასი. ჟორჟინიო ერთადერთია, ვინც სამივე ფინალში ითამაშა.

* ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ბოლო ცხრა შემთხვევიდან რვაჯერ მოიგო უეფა-ს სუპერთასი.

* ზედიზედ მესამე წელია სუპერთასს იგებს გერმანელი მწვრთნელი – 2019 წელს იურგენ კლოპი (ლივერპული), 2020 წელს ჰანსი ფლიკი (ბაიერნი) და 2021 წელს თომას ტუხელი (ჩელსი).

 


ჩელსი-ვილიარეალი 1:1 პენ. 6:5


გოლი: 1:0 ზიეში (27), 1:1 ხერარდ მორენო (73)

ჩელსი (3-4-2-1): მენდი (119. არისაბალაგა) – ზუმა (66. კრისტენსენი), ჩალობა, რიუდიგერი – ჰადსონ-ოდოი (82. ასპილიკუეტა), კანტე (65. ჟორჟინიო), კოვაჩიჩი, ალონსო – ზიეში (43. პულიშიჩი), ჰავერტცი – ვერნერი (65. მაუნტი).

ვილიარეალი (4-3-3): სერხიო ასენხო – ფოიტი, რაულ ალბიოლი, პაუ ტორესი, ალფონსო პედრასა (58. ესტუპინიანი) – ტრიგეროსი (70. მოი გომესი), კაპუე (70. მარიო გასპარი), ალბერტო მორენო (85. მორლანესი) – იერემი პინო (91. მანდი), ხერარდ მორენო, დია (86. რაბა).


 

დატოვე კომენტარი