უეფა-მ დანიისა და ფინეთის ნაკრებებს მადლობა გადაუხადა - ერიკსენის მომენტში ორივემ სამაგალითო დამოკიდებულება გამოავლინა #1TVSPORT
უეფა-მ დანიისა და ფინეთის ნაკრებებს მადლობა გადაუხადა - ერიკსენის მომენტში ორივემ სამაგალითო დამოკიდებულება გამოავლინა #1TVSPORT

უეფა-მ მადლობა გადაუხადა ევრო 2020-ის მატჩის მონაწილე დანიისა და ფინეთის ნაკრების ფეხბურთელებს.

„დანიისა და ფინეთის მატჩი შეჩერებული იყო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გამო, რომელიც დანიელი კრისტიან ერიქსენის გამო გახდა საჭირო. უეფა ორივე გუნდს მადლობას უხდის სამაგალითო დამოკიდებულებისთვის, კრისტიან ერიკსენს კი უსწრაფეს გამოჯანმრთელებას უსურვებს“, – წერია უეფა-ს „ტვიტერზე“ გავრცელებულ პოსტში.

გავრცელდა ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ დანიის ნაკრების მეტოქე ფინეთის ნაკრების ფეხბურთელები ერიკსენის ცუდად გახდომის დროს მომხდარს მეტოქეზე არანაკლებად განიცდიდნენ.