უეფა ევრო 2028-ზე ბილეთების ფასებს არ გაზრდის #1TVSPORT
უეფა ევრო 2028-ზე ბილეთების ფასებს არ გაზრდის #1TVSPORT

ევროპული საფეხბურთო ასოციაციების კავშირი (უეფა) არ გეგმავს ევროპის 2028 წლის ჩემპიონატისთვის ბილეთების ფასების გაზრდას. ამის შესახებ დაწერა გამოცემა The Athletic-მა.

წყაროს ცნობით, ყველაზე ხელმისაწვდომ კატეგორიებში ბილეთებზე ფასები ევრო 2024-ის დონეზე დარჩება. ბილეთების ღირებულება Fans First-ისა და მესამე კატეგორიებში იქნება 30-დან 60 ევროს ფარგლებში, როგორც ეს იყო ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის დროს.

2028 წლის ევროპის ჩემპიონატი 9 ივნისიდან 9 ივლისამდე ინგლისში, შოტლანდიაში, უელსსა და ირლანდიაში გაიმართება.