„ტვიტერმა“ დონალდ ტრამპის პოსტი „ძალადობის განდიდების“ გამო მიუღებლად მონიშნა
„ტვიტერმა“ დონალდ ტრამპის პოსტი „ძალადობის განდიდების“ გამო მიუღებლად მონიშნა

„ტვიტერმა“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტი „ძალადობის განდიდების“ გამო მიუღებლად მონიშნა. აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენიმე საათის წინ „ტვიტერში“გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც მინეაპოლისში მიმდინარე ძალადობრივი საპროტესტო აქციები დაგმო და განაცხადა, რომ მინესოტას შტატის გუბერნატორს სამხედრო ძალების გამოყენების სრული უფლება აქვს.

„როდესაც იწყება ძარცვა, იწყება სროლაც“, – წერს ტრამპი.

„ტვიტერმა“ ეს პოსტი დამალა, თუმცა მისი ნახვა პლატფორმაზე ჯერ კიდევ შესაძლებელია. მომხდართან დაკავშირებით „ტვიტერის“ მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოსტი საზოგადოებრივი ინტერესის დაცვის მიზნით არ წაშალეს. „ეს პოსტი არღვევს „ტვიტერის“ წესებს ძალადობის განდიდების თაობაზე, თუმცა „ტვიტერმა“ დაასკვნა, რომ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, პოსტი დამალული, თუმცა ხელმისაწვდომი იქნება“.

დამატებითი განმარტებების დროს, „ტვიტერის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მის მიერ გამოყენებულმა ტერმინოლოგიამ მსგავსი ქმედებების ხელახლა განხორციელების რისკი შეიძლება, გაზარდოს.