თურქეთში კლუბის პრეზიდენტმა მატჩის დასრულების შემდეგ მსაჯს სცემა [ვიდეო] #1TVSPORT
თურქეთში კლუბის პრეზიდენტმა მატჩის დასრულების შემდეგ მსაჯს სცემა [ვიდეო] #1TVSPORT

სკანდალით დასრულდა თურქეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის მატჩი „ანკარაგიუჯუსა“ და „რიზესფორს“ შორის. შეხვედრა ანკარაში გაიმართა.

მატჩის დასრულების შემდეგ „ანკარაგიუჯუს“ პრეზიდენტი ფარუქ ქოჯა მინდორზე შეიჭრა და სახეში მუშტი დაარტყა მთავარ მსაჯს, ჰალილ უმუთ მელერს.

შეხვედრა 1:1 დასრულდა. პირველ ტაიმში მელერმა მასპინძლების გოლი გააუქმა, 50-ე წუთზე კი მათი ერთ-ერთი ფეხბურთელი გააძევა. „რიზემ“ საპასუხო გოლი მეშვიდე კომპენსირებულ წუთზე გაიტანა. ამ მომენტისთვის გუნდები 10-10 ფეხბურთელით თამაშობდნენ.

პრეზიდენტის დარტყმის შემდეგ მსაჯი მინდორზე დაეცა, რის შემდეგაც მას რამდენჯერმე ფეხიც ჩაარტყეს. ამის მიუხედავად, მან მოახერხა წამოდგომა და მინდვრის დატოვება. თვალის ქვეშ მსაჯს სერიოზული სისხლჩაქცევა ჰქონდა. მას სამსაჯო ოთახში სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.