თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იდლიბში მათი ორი ჯარისკაცი მოკლეს

12:41, 04.03.2020

იდლიბში სირიის მთავრობის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ორი თურქი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა, – ინფორმაციას სააგენტო „რეიტერი“ (Reuters) თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, როგორც კი სირიის ძალებმა ცეცხლი გახსნეს, თურქულმა მხარემ მათი პოზიციების დაბომბვა დაიწყო.

მსგავსი