თურქეთის არმიამ სირიის იდლიბის რეგიონის სიახლოვეს სატანკო წვრთნები ჩაატარა
თურქეთის არმიამ სირიის იდლიბის რეგიონის სიახლოვეს სატანკო წვრთნები ჩაატარა

თურქეთის არმიამ სირიის იდლიბის რეგიონის მოსაზღვრე რაიონში სატანკო წვრთნები ჩაატარა. სირიის საზღვართან თურქეთის არმია სამხედრო კომპონენტს უკვე მეორე დღეა, აძლიერებს. იდლიბის პროვინცია სირიის ამბოხებული ოპოზიციის ბოლო მთავარი დასაყრდენია.

სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრის ინფორმაციით, თურქეთის სამხედრო კოლონამ სირიის საზღვარი გადალახა. სირიის იდლიბის პროვინციაში ამბოხებულებთან ერთად ჯიჰადისტური დაჯგუფება „ჰაიათ ტახრირ ალ-შამიის“ მებრძოლებიც იმყოფებიან. იდლიბის რეგიონში ვითარება ჯიჰადისტებსა და თურქეთისგან მხარდაჭერილ სირიის ოპოზიციას შორის შეირაღებული დაპირისპირების შემდეგ გართულდა.

ბუფერულ ზონასთან დაკავშირებით არსებული შეთანხმება იდლიბში რადიკალი ისლამისტების ყოფნას კრძალავს. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ სირიის მოსაზღვრე ჰათაის პროვინციაში თურქეთის თავდაცვის მინისტრის, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, სახმელეთო ჯარების მეთაურის და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის შეხვედრა გაიმართა.

დატოვე კომენტარი