ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწვეული საერთაშორისო სპიკერი მაიკლ ბენგი მასტერკლასებს აგრძელებს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწვეული საერთაშორისო სპიკერი მაიკლ ბენგი მასტერკლასებს აგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, თბილისში ორი დღის განმავლობაში მაიკლ ბენგის მასტერკლასები იმართება თემაზე – „როგორ შევქმნათ ხუთვარსკვლავიანი გაყიდვების და კომუნიკაციების სისტემა“.

მაიკლ ბენგი მასტერკლასს დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გამართავს.

ტრენინგის მონაწილეებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი მიესალმება.

საერთაშორისო სპიკერის, მაიკლ ბენგის მასტრეკლასის ფარგლებში განიხილეს აქტიური გაყიდვების სტრატეგიები და ეფექტური კომუნიკაციების მეთოდები.

მაიკლ ბენგს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს გაყიდვების, მოლაპარაკებების, ზოგადად მომსახურების და ინვესტიციების მოზიდვის სფეროში.

მაიკლ ბენგი ცნობილია მის მიერ შექმნილი საავტორო პროგრამებით, რომლებიც აქტიურ გაყიდვებს, დროის ეფექტურ მართვას და კლიენტთა მომსახურებას უკავშირდება. მაიკლ ბენგს ჩატარებული აქვს ტრენინგები შემდეგ კომპანიებში: Panasonic, Toyota, Volvo, Nestle, Unilever, Heineken.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის უსასყიდლოდ ორგანიზებული პირველი ტრენინგი მაიკლ ბენგმა 150 ზე მეტი ადამიანისთვის ჩაატარა.