ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა 2025 წლის სტრატეგია მიმოიხილა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს თავისი ხედვა გააცნო.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ადმინისტრაციის პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურის განვითარება, 70 სანიტარული კვანძის მოწყობა და მოსასვენებელი ადგილების აშენება.

სტრატეგიის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტის განხორციელება იგეგმება. შემოსავლები კი 6,6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.

შეხვედრას კერძო სექტორის 300-მდე წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის ტურისტული კომპანიებიდან, ავიაკომპანიებიდან, განთავსებისა და კვების ობიექტებიდან, ასევე ტურისტული ინდუსტრიიდან.