ტურიზმის ადმინისტრაციამ საქართველოს შესახებ გავლენიან მედიასაშუალებებში დაბეჭდილი სტატიების გამოფენა გამართა
ტურიზმის ადმინისტრაციამ საქართველოს შესახებ გავლენიან მედიასაშუალებებში დაბეჭდილი სტატიების გამოფენა გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს შესახებ საერთაშორისო გავლენიანი ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი ფოტოებისა და სტატიების გამოფენა გამართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 2018 წელს მომზადებული სტატიები, რომლებიც მსოფლიოში მაღალრეიტინგულმა გამოცემებმა მოამზადეს – National Geographic, Conde Nast Traveller, Forbes, New York Times, The Telegraph, Liberation, Vogue და ა.შ.

გამოცემების ჟურნალისტებმა, ბლოგერებმა და ფოტოგრაფებმა საქართველოში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ორგანიზებით იმოგზაურეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მრავალმილიონიან აუდიტორიას საქართველოს ტურისტული მიმართულება გააცნეს.

საქართველოს ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენის მიზნით 2018 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამართა 150 ტური, 128 პრესტური, საქართველოს ეწვია 800 ჟურნალისტი მომზადდა 1 000-ზე მეტი სტატია და 150 სიუჟეტი.

ოთხი წლის განმავლობაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოში საერთაშორისო მედიის და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის 469 ტური მოეწყო.

საქართველოს 2 683 ჟურნალისტი, 1 067 საერთაშორისო ტუროპერატორი ეწვია. მომზადდა 3 014 სტატია, ბლოგი და 408 სატელევიზიო სიუჟეტი და გადაცემა.