ტურის სენსაცია - „გარეჯმა“ ლიდერი „სიონი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
ტურის სენსაცია - „გარეჯმა“ ლიდერი „სიონი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-14 ტურში „გარეჯმა“ ბოლნისის „სიონს“ საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე უმასპინძლა და მოულოდნელად, გათამაშების ლიდერი დიდი ანგარიშით დაამარცხა.

საგარეჯოელებმა ანგარიში მე-7 წუთზე ნიკოლოზ გალახვარიძის გოლით გახსნეს. 35-ე წუთზე მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა გიორგი ხარებაშვილმა, რომლის გადაცემითაც 76-ე წუთზე „სიონის“ კარი ნიკოლოზ ხინთიბიძემ აიღო და ლიდერს მტკივნეული მარცხი მიაყენა 3:0.

14 ტურის შემდეგ „გარეჯმა“ 20 ქულა დააგროვა, მეხუთე ადგილზეა და სამეულს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. „სიონმა“ (33 ქულა) კი მიმდინარე სეზონში მესამედ წააგო და კონკურენტ „გაგრასთან“ (30 ქულა) უპირატესობის გაზარდის შანსი ხელიდან გაუშვა.

 

ტურის დანარჩენი ორი მატჩი ხვალ გაიმართება:

სამშაბათი, 25 მაისი

მერანი მრ. – შევარდენი 1906

16:00. მურთაზ ხურცილავა – მარტვილი

ჩიხურა – დინამო ზგ.

16:00. ცენტრალური – ივანწმინდა

დატოვე კომენტარი