„გაგრამ“ „რუსთავთან“ გაიმარჯვა და „სიონთან“ ჩამორჩენა შეამცირა #1TVSPORT
„გაგრამ“ „რუსთავთან“ გაიმარჯვა და „სიონთან“ ჩამორჩენა შეამცირა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-14 ტურის მეორე შეხვედრა გაიმართა. „გაგრამ“ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე „რუსთავს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მაგრამ „გაგრამ“ ანგარიში მეორე ტაიმის პირველივე წუთზე გურამ სამუშიას გოლით გახსნა. მასპინძელთა უპირატესობა 61-ე წუთზე თორნიკე მუმლაძემ ორამდე გაზარდა. „რუსთავის“ ნახევარმცველმა პაატა კიტეიშვილმა 74-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა.

თუმცა 81-ე წუთზე „გაგრას“ ნახევარმცველმა ივანე ხაბელაშვილმა „რუსთავის“ კარი მესამედ აიღო და შეხვედრის ბედი მასპინძელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა.

„გაგრამ“ 3:1 მოიგო, 30 ქულა დააგროვა და ლიდერ ბოლნისის „სიონთან“ ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირა. ტურის დანარჩენი სამი მატჩი დღეს და ხვალ გაიმართება:

 

ორშაბათი, 24 მაისი

გარეჯი – სიონი

17:00. ცენტრალური – საგარეჯო

 

სამშაბათი, 25 მაისი

მერანი მრ. – შევარდენი 1906

16:00. მურთაზ ხურცილავა – მარტვილი

ჩიხურა – დინამო ზგ

16:00. ცენტრალური – ივანწმინდა

დატოვე კომენტარი