ტუხელმა აღიარა, რომ ინგლისმა 1/16-ფინალის მატჩში გარდატეხა თავისი ასისტენტის „ბრწყინვალე იდეის“ წყალობით შეიტანა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის (2:1) დამარცხების შემდეგ ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა აღიარა, რომ თავისი გუნდის სასარგებლოდ თამაშის სურათის შეცვლა შესაძლებელი გახდა თავისი ასისტენტის, ენტონი ბარის ბრწყინვალე იდეის წყალობით, რომელიც დეკლან რაისის განაპირა მცველად გადაყვანაში მდგომარეობდა.
„ბარის ჰქონდა ბრწყინვალე იდეა, რომ დეკლანი ამ პოზიციაზე დაგვეყენებინა. ფლანგზე მისი თამაშის ხარისხმა საშუალება მისცა, შეესრულებინა რთული ჩაწოდებები, რომელთა მოგერიება არ იყო იოლი.
გარდა ამისა, ის ფლანგზე ბუკაიო საკასთვის დამატებითი მხარდაჭერა გახდა. ასე რომ, დამსახურება მთლიანად ჩემს ასისტენტს ეკუთვნის“, – მოჰყავს ტუხელის სიტყვები ბრიტანულ გაზეთ The Sun-ს.