ტუხელი პრემიერლიგაში თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა [ვიდეო] #1TVSPORT
„ჩელსის“ დამრიგებელი ინგლისის ჩემპიონატში მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელია, – ინფორმაციას პრემიერლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ლონდონურმა კლუბმა გასულ თვეს ინგლისის ჩემპიონატში სამი მატჩი ჩაატარა, საიდანაც ორი მოიგო და ერთი ფრედ ითამაშა.
ტუხელის შეგირდებისთვის მარტი საკმაოდ წარმატებული იყო – მათ სხვადასხვა ტურნირზე ჯამში ხუთი შეხვედრა გამართეს, ოთხში გაიმარჯვეს, ერთი კი ფრედ დაასრულეს.
პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში „ჩელსი“ მეოთხე ადგილზე იმყოფება (51 ქულა).
მომდევნო მატჩს ლონდონელები ხვალ, 3 აპრილს „ვესტ ბრომვიჩის“ წინააღმდეგ გამართავენ.
Bossing it on the touchline 🔵
March’s @BarclaysFooty 𝗠𝗮𝗻𝗮𝗴𝗲𝗿 𝗼𝗳 𝘁𝗵𝗲 𝗠𝗼𝗻𝘁𝗵: Thomas Tuchel 👏#PLAwards pic.twitter.com/8tndi8Wfg9
— Premier League (@premierleague) April 2, 2021