თრილერი გელზერკირხენში

02:39, 21.02.2019
GELSENKIRCHEN, GERMANY – FEBRUARY 20: Fernandinho Luiz Roza and Kevin De Bruyne of Manchester City celebrate victory with their fans during the UEFA Champions League Round of 16 First Leg match between FC Schalke 04 and Manchester City at Veltins-Arena on February 20, 2019 in Gelsenkirchen, Germany. (Photo by Norbert Barczyk /PressFocus/MB Media/Getty Images)

გელზერკირხენის „შალკესა“ და „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრა, მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სიუჟეტივით განვითარდა და ჰოლივუდური სცენარით დასრულდა.

ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტი „მანჩესტერ სიტი“ გერმანელებთან მატჩში სწრაფად დაწინაურდა. ანგარიში მე-11 წუთზე სერხიო აგუერომ გახსნა. პირველი ტაიმის ბოლოსკენ ინგლისელებს თამაშის სადავეები ხელიდან გაექცათ რითაც მასპინძლებმა კარგად ისარგებლეს. 39-ე და 45-ე წუთებზე სიტის კარში ორი პენალტი დაინიშნა. 11 მეტრიანი დარტყმების შესრულება საკუთარ თავზე ნაბილ ბენთალებმა აიღო და შანსები გამოიყენა. „შალკემ“ ტაიმი ანგარიშით 2:1 მოიგო.

68-ე წუთზე ინგლისელების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მსაჯმა მოედნიდან სიტის ცენტრალური მცველი, ნიკოლას ოტამენდი გააძევა. კაცნაკლულმა სტუმრებმა ურთულესი სიტუაციიდან გამოსვლა და თამაშის შემოტრიალება მაინც მოახერხეს. 85-ე წუთზე ყოფილ გუნდს შეცვლაზე შესულმა – ლეროი სანემ გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა. მატჩის 90 წუთზე თავის გამოჩენა რაჰიმ სტერლინგმაც მოახერხა და „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად 3:2 მოიგო

მსგავსი