ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი შეიძლება პრემიერლიგაში დაბრუნდეს #1TVSPORT
ინგლისელმა მცველმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა, შესაძლოა, დატოვოს მადრიდის „რეალი“, რადგან მისი გადაბირებით დაინტერესებულია სამი კლუბი ინგლისის პრემიერლიგიდან. ამის შესახებ წერს ვებგვერდი Give me Sport.
ტრენტი გასული წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა „ლივერპულიდან“ „რეალში“, მაგრამ ტრავმებმა და სხვა პრობლემებმა არ მისცეს ახალ გუნდში ადაპტირების საშუალება.
წყაროს ცნობით, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ნიუკასლი“ აკვირდებიან სიტუაციას ფეხბურთელის გარშემო. ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 40 მილიონი ევრო იქნება, რომლის გადახდისთვის სამივე კლუბი მზად არის.
ამ მომენტისთვის ალექსანდერ-არნოლდმა მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში და სამი – ჩემპიონთა ლიგაზე. „რეალში“ მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი შედეგიანი გადაცემაა. მუხლის ტრავმისა და ბარძაყის კუნთის ნაწილობრივ გაწყვეტას რეგულარულად გამოჰყავდა ტრენტი მწყობრიდან.