ტრავმის გამო ვენსან კომპანის ორკვირიანი დასვენება მოუწევს
ტრავმის გამო ვენსან კომპანის ორკვირიანი დასვენება მოუწევს

ვენსან კომპანიმ მორიგ მატჩში ტრავმა მიიღო ორკვირიანი დასვენება მოუწევს, იუწყება „ი-ეს-პი-ენი“ (ESPN).

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისმა „ანდერლეხტმა“ ბელგიის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში მეექვსე მატჩი ითამაშა და ისევ ვერ მოიგო: ამჯერად გუნდმა „გენკთან“ მინიმალური ანგარიშით დათმო და ახლა პირველი ექვსი თამაშიდან მხოლოდ ორი ქულა აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, „ანდერლეხტს“ ასეთი ცუდი სტარტი ბოლოს 21 წლის წინ ჰქონდა.

რაც შეეხება კომპანის, ის მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე დაშავდა და მოდეანი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიში“ ბოლო სეზონი კომპანიმ გასულ წელს ჩაატარა და მშობლიურ „ანდერლეხტში“ მოთამაშე მწვრთნელად დაბრუნდა. თუმცა, ხუთმატჩიანი მოუგებელი სერიისა და მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში მოქცევის შემდეგ, იძულებული გახდა, მხოლოდ მოთამაშეობას დასჯერებოდა, მწვრთნელის მოვალეობა კი ასისტენტ საიმონ დევისისთვის გადელოცა.