ვენსან კომპანი „ანდერლეხტში“ მწვრთნელის ფუნქციას აღარ შეასრულებს
ვენსან კომპანი „ანდერლეხტში“ მწვრთნელის ფუნქციას აღარ შეასრულებს

„ანდერლეხტის“ მოთამაშე მწვრთნელი ვენსან კომპანი ამიერიდან მხოლოდ მოთამაშე იქნება, დამრიგებლის ფუნქციას კი მისი ასისტენტი საიმონ დევისი შეასრულებს. ბელგიის პრო-ლიგის ახალ სეზონში გუნდმა ოთხი მატჩიდან ორი ფრედ ითამაშა, ორი კი წააგო, რის შემდეგაც 16-გუნდა დივიზიონში მე-13 ადგილზე აღმოჩნდა.

დევისის თქმით, ახალი სისტემა ძალაში უკვე მომდევნო ტურში, 23 აგვისტოს, „გენკის“ წინააღმდეგ მატჩში შევა.

კომპანისთვის სამწვრთველო ვალდებულებების შეჩერების გადაწყვეტილება მას შედეგ იქნა მიღებული, რაც ბელგიურმა პრესამ ის მკაცრად გააკრიტიკა.