„ტოტენჰემმა“ ლაუტარო მარტინესის ტრანსფერი შეათანხმა #1TVSPORT
„ტოტენჰემმა“ ლაუტარო მარტინესის ტრანსფერი შეათანხმა #1TVSPORT

ლონდონის „ტოტენჰემმა“ შეათანხმა „ინტერთან“ მილანელთა ფორვარდის ლაუტარო მარტინესის ტრანსფერის თანხა.

როგორც გაზეთი The Times წერს, „ტოტენჰემი“ მზად არის გადაუხადოს „ინტერს“ 60 მილიონი ფუნტი 23 წლის არგენტინელისთვის. შესაძლოა, გარიგებაში გათვალისწინებული იყოს ბონუსები, რადგან მილანელები თავიანთ ფორვარდს უფრო ძვირად – 90 მილიონ ევროდ აფასებენ.

აღნიშნავენ, რომ „ტოტენჰემი“ არ განიხილავს მარტინესს, როგორც ჰარი კეინის შემცვლელად, რომელსაც უკავშირებენ „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლას – ლონდონელები გეგმავენ ლაუტაროს კეინთან შეტევაში შეწყვილებას.

მარტინესის შეძენით ასევე „არსენალია“ დაინტერესებული.