„ტოტენჰემმა“ ანტონიო კონტესთან მოლაპარაკებები გამართა #1TVSPORT
„ტოტენჰემმა“ ანტონიო კონტესთან მოლაპარაკებები გამართა #1TVSPORT

„ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებები გამართა „ინტერის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელთან ანტონიო კონტესთან, – ამტკიცებს ჟურნალისტი ალფრედო პედულა.

წყაროს ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 0:3 საშინაო წაგების შემდეგ, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობას აღარ სჯერა გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის ნუნუ ეშპირიტუსი. ამიტომაც, ბოლო სამი დღე „ტოტენჰემის“ ბოსები ცდილობენ დაიყოლიონ კონტე ინგლისში დაბრუნებაზე.

Sky Sport Italia-ს მონაცემებით, იტალიელი შეიძლება დათანხმდეს „ტოტენჰემში“ სამუშაოს, თუ კლუბი დაპირდება მსხვილ ინვესტიციებს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს. გუნდის პრეზიდენტი დანიელ ლევი თითქოს თანახმაა ამგვარ პირობებზე.

ადრე წერდნენ იმის შესახებ, რომ კონტე მზად არის შეცვალოს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოლე-გუნარ სოლსკიაერი.

52 წლის სპეციალისტი 2016-18 წლებში მუშაობდა ინგლისში – სათავეში ედგა „ჩელსის“, რომელსაც 2017 წელს პრემიერლიგის ტიტული მოაგებინა.