„ტოტენჰემის“ ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან ჟოზე მოურინიოს გამონათქვამებით #1TVSPORT
 „ტოტენჰემის“ ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან ჟოზე მოურინიოს გამონათქვამებით #1TVSPORT

ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელებმა უკმაყოფილება გამოთქვეს გუნდის მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს საქციელის გამო, – დაწერა გაზეთმა „ტელეგრაფმა“.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელებს მობეზრდათ ის, რომ პორტუგალიელი მათ საჯაროდ რეგულარულად აკრიტიკებს და ბრალს სდებს წარუმატებლობებში, აგრეთვე ამტკიცებენ, რომ ისინი არასაკმარისად კარგად თამაშობენ იმისთვის, რომ პრემიერლიგის ტოპ-ოთხეულში მოხვდნენ.

გარდა ამისა, მოთამაშეებს არ მოეწონათ მოურინიოს სიტყვები „ნიუკასლთან“ ბოლო ტურის მატჩში ტობი ალდერვეირელდის არყოფნის შესახებ. პორტუგალიელი სპეციალისტი ამტკიცებდა, რომ ბელგიელმა თამაში იმის გამო გამოტოვა, რომ ნაკრებიდან გვიან დაბრუნდა, არადა, ალდერვეირელდი მონაწილეობდა გუნდის ვარჯიშებში თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე.