„ტორონტოს“ პრეზიდენტი - ლეონარდი სრულიად ჯანმრთელია
„ტორონტოს“ პრეზიდენტი - ლეონარდი სრულიად ჯანმრთელია

„ტორონტო რეპტორზის“ პრეზიდენტმა მასაი უჯირიმ, გუნდის ახალწვეულის, კავაი ლეონარდის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„კავაი კმაყოფილია კლუბში არსებული სიტუაციით. ის სრულიად ჯანმრთელია და საბრძოლო განწყობა აქვს. ამ მხრივ, აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ არის. მას თამაშის დიდი სურვილი აქვს და ეს ძალიან ახარებს გუნდს,“ – ამბობს უჯირი Clutch Points-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდი და მცველი დენი გრინი „რეპტორზში“ „სან ანტონიოდან“ ივლისის დასაწყისში გადავიდნენ. საპირისპირო მიმართულებით, „სპურსში“ წავიდნენ მცველი დემარ დეროზანი და ცენტრი იაკობ პოელტლი.

კავაიმ ტრავმის გამო, 2017-18 წლების სეზონში მხოლოდ ცხრა მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 16.2 ქულა, 4.7 მოხსნა და 2.0 ჩაჭრა დააგროვა.

მომავალი წლის ზაფხულში, კავაი ლეონარდი თავისუფალი აგენტი გახდება.