„ტორონტოს“ მთავარ მწვრთნელს სჯერა, რომ ლეონარდი მალე ბოლომდე დაიხარჯება
„ტორონტოს“ მთავარ მწვრთნელს სჯერა, რომ ლეონარდი მალე ბოლომდე დაიხარჯება

კავაი ლეონარდმა მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გუნდი შეიცვალა და „სან ანტონიოდან“ „ტორონტოში“ გადავიდა. ზაზა ფაჩულიასთან მომხდარი ინციდენტის გამო კავაის წინა სეზონზე 9 მატჩი გაცდენა მოუწია. ტრავმამ „რეპტორსის“ ლიდერი არც მიმდინარე სეზონში დაასვენა. ახალი სათამაშო ციკლის დაწყების შემდეგ 27 წლის ფორვარდს, ტრავმის გამო ზედიზედ ორი შეხვედრა ჯერჯერობით არ ჩაუტარებია, რადგან კანადური გუნდის სამწვრთნელო შტაბი ლეონარდის ჯანმრთელობას განსაკუთრებით უფრთხილდება. უკანასკნელ მატჩში, რომელიც „ტორონტომ“ სტუმრად „ფილადელფიასთან“ გამართა და 126:101 წააგო ლეონარდს მონაწილეობა არ მიუღია.

„მე ვთვლი, უკვე მალე, კავაი ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში იქნება და ყველა თამაშში შეეძლება თავის გამოჩენა. ჩემი აზრით ახალი წლის შემდგომ კავაის ტრავმა საბოლოოდ დასრულდება“- განაცხადა „ტორონტოს“ მწვრთნელმა, ნიკ ნურსმა ESPN-თან მიცემულ ინტერვიუში. „რეპტორსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 25 მოგებითა და 10 წაგებით პირველ ადგილზე იმყოფება.