თორნიკე შენგელიამ ვითიბი ლიგა მოიგო - მისი ჩატენვა ფინალის საუკეთესო მომენტია [ვიდეო] #1TVSPORT
თორნიკე შენგელიამ ვითიბი ლიგა მოიგო - მისი ჩატენვა ფინალის საუკეთესო მომენტია [ვიდეო] #1TVSPORT

თორნიკე შენგელია ვითიბი ლიგის ჩემპიონია. მისმა ცსკა-მ ფინალურ სერიაში 3:0 დაამარცხა ყაზანის „უნიქსი“ და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მესამე მატჩში მოსკოველებმა შინ 89:81 გაიმარჯვეს. ამ მოგებაში დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ ფორვარდს, რომელიც გუნდის ბომბარდირი გახდა: 26 წუთში 19 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. თოკომ 10-დან 8 ორქულიანი და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ ვითიბი ლიგა ხუთი წლის წინ ასევე ცსკა-ს რიგებში მანუჩარ მარკოიშვილს აქვს მოგებული.