თორნიკე შენგელიამ სტამბოლშიც გაიმარჯვა და ევროლიგის ფინალურ ოთხეულშია [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ევროლიგის ფინალურ ოთხეულში ითამაშებს. მისმა გუნდმა, ცსკა-მ მეოთხედფინალში მესამედაც დაამარცხა თურქული „ფენერბაჰჩე“ და სერიაში მშრალი ანგარიშით, 3:0 მოიგო.

ამჯერად მოსკოველებმა მესამე პერიოდში მოახერხეს გარდატეხის შეტანა – 10-წუთეული 27:11 მოიგეს და მეოთხე რაუნდს ფორმალური სახე მისცეს. საბოლოოდ 85:68 ცსკა-ს სასარგებლოდ.

შენგელიამ 27 წუთი ითამაშა, 6 ქულა, 4 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მოაგროვა. მის გუნდში საუკეთესო ვილ კლაიბერნი იყო, რომელმაც 34 ქულა ჩააგდო. 22 ქულით „ფენერბაჰჩეში“ ნანდო დე კოლო გამოირჩა.