თორნიკე შენგელიამ ევროლიგის მეორე ტურში ორმაგი დუბლი შეასრულა (ვიდეო)
თორნიკე შენგელიამ ევროლიგის მეორე ტურში ორმაგი დუბლი შეასრულა (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაში რეულარული სეზონის მეორე ტური დასრულდა. თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ სტუმრად რუსულ „ხიმკისთან“ ითამაშა და სამი ქულით დამარცხდა – 76:79 (17:27, 22:16, 16:19, 21:17).

შენგელია მატჩში ერთადერთი კალათბურთელი აღმოჩნდა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 30 წუთსა და 54 წამში მის ანგარიშზე იყო 18 ქულა (5/11 – ორქულიანი, 1/3 – სამქულიანი), 5/6 – საჯარიმო) და 10 მოხსნა (4 – შეტევაში). ამას დაემატა სამი შედეგიანი გადაცემა. ქართველის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა.  თავის გუნდში თორნიკე ყველაზე შედეგიანი იყო.

„ბასკონიას“ მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სამქულიანების ძალიან ცუდი რეალიზაცია იყო – 20-დან მხოლოდ ოთხი ზუსტი შორეული ტყორცნა.

ორი ტურის შემდეგ „ბასკონიას“ ერთი მოგება აქვს, ერთი წაგება და შვიდ გუნდთან 6-13 ადგილებს იყოფს.

მესამე ტურში (17-18 ოქტომბერი) „ბასკონია“ კვლავ სტუმრად ითამაშებს – სტამბოლში „ფენერაბჰჩეს“ წინააღმდეგ. ეს ესპანური კლუბისთვის ზედიზედ მესამე გასვლითი მატჩი იქნება. პირველ ტურში „ბასკონიამ“ სტუმრად „ჟალგირისი“ დაამარცხა.