თორნიკე შენგელია ევროლიგის მეორე ტურის საუკეთესოდ აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT

თორნიკე შენგელია ევროლიგის მე-2 ტურის საუკეთესო მოთამაშეა. ამ ტურის 8 მატჩში შენგელიამ ყველაზე მაღალი სარგებლიანობის ინდექსი დააფიქსირა.

სტამბოლში, ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ „ეფესთან“ გამართულ შეხვედრაში ცსკა-ს ქართველმა ფორვარდმა 32:29 წუთში 23 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. თორნიკემ 5-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მისმა გუნდმა კი 100:96 იმარჯვა.

23 ქულა შენგელიასთვის სარეკორდოა ევროლიგაში ცსკა-ს მაისურით. მოსკოვურ კლუბში თამაშისას მას ევროლიგაში ასეთი მაღალი (29) სარგებლიანობის ინდექსი არ დაუფიქსირებია.