თორნიკე შენგელია ესპანეთის სუპერთასის ფინალშია
თორნიკე შენგელია ესპანეთის სუპერთასის ფინალშია

ესპანეთში ქვეყნის სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. მინი-ტურნირს ქალაქი სანტიაგო-დე-კომპოსტელა მასპინძლობს.
თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ 79:76 მოუგო „ბარსელონას“. ქართველმა ფორვარდმა 15 წუთი გაატარა მოედანზე და 7 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.

1/2 ფინალი
ბარსელონა-ბასკონია 76:79 (21:22, 13:27, 22:17, 20:13)
ბარ: კურიჩი (16), კლავერი (13), პანგოსი (10+8 პასი).
ბას: გარინო (16), შილდსი (13), პურიე (10+8 მოხსნა).

მონბუს ობრადოირო-რეალი 61:81 (12:20, 22:20, 8:28, 19:13)
ო: ვასილიადისი (15), საბატი (14), ნავარო (7+5 პასი).
რ: იული (17+6 პასი), რენდოლფი (12+5 მოხსნა), დეკი (10).

ფინალი შაბათს, თბილისის დროით 21 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.