ტოპლიგებში ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს „ბაიერნი“ აჩვენებს (ESPN) #1TVSPORT
ტელეკომპანია ESPN-მა შეაფასა ევროპის ხუთ წამყვან ჩემპიონატში მოთამაშე გუნდების სანახაობრივი მხარე.
თითოეული კლუბი შეფასდა 0.1-დამ 10 ქულამდე. ყველაზე მაღალი შეფასება (9.6) „ბაიერნმა“ და „ბარსელონამ“ მიიღეს.
იმ გუნდების ტოპათეულში, რომელთა თამაშის ხილვა ყველაზე მეტად საინტერესოა, მოხვდნენ:
- ბაიერნი – 9.6
- ბარსელონა – 9.6
- რეალი – 9.5
- პსჟ – 9.5
- ლაიპციგი – 9.5
- ლანსი – 9.4
- მანჩესტერ იუნ – 9.4
- მონაკო – 9.4
- ინტერი – 9.4
- იუვენტუსი – 9.4
„მანჩესტერ სიტიმ“ მიიღო – 8.7, „ლივერპულმა“ და „ჩელსიმ“ – 8.5, „არსენალმა“ – 7.2, „მილანმა“ – 7.0, „ნაპოლიმ“ – 5.6, „ტოტენჰემმა“ – 3.9.
ბოლო სამი ადგილი დაიკავეს: „ვულვერჰემპტონმა“ (0.6), „ოვიედომ“ (0.7) და „ოსერმა“ (0.7).