ტონი კროოსმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბაიერნისა“ და პსჟ-ის შანსები შეაფასა #1TVSPORT

21:19, 24.04.2026
MADRID, SPAIN - APRIL 30: Toni Kroos of Real Madrid Celebrates the championship during the La Liga Santander  match between Real Madrid v Espanyol at the Santiago Bernabeu on April 30, 2022 in Madrid Spain (Photo by David S. Bustamante/Soccrates/Getty Images)

მადრიდის „რეალისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა აზრი გამოთქვა „ბაიერნსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირების შესახებ. ამ გუნდების პირველი მატჩი 28 აპრილს პარიზის „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე გაიმართება.

„ვფიქრობ, „ბაიერნმა“ უკეთ უნდა ითამაშოს დაცვაში, ვიდრე ეს „რეალის“ წინააღმდეგ გააკეთა. „პარი სენ-ჟერმენს“ უფრო ეფექტურად მოქმედება შეუძლია, ვიდრე მადრიდელებს. ორივე შეხვედრაში „ბაიერნი“ დაცვაში საკმაოდ რისკავდა, რისი გამოყენებაც „რეალს“ უკეთ შეეძლო, განსაკუთრებით მეორე მატჩში. თუ ისინი კორექტირებას შეიტანენ, „ბაიერნს“ კარგი შესაძლებლობები ექნება. ჩემთვის შანსები თანაბარია. პსჟ – მოქმედი ჩემპიონია. მიმდინარე ფორმიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ „ბაიერნი“ და პსჟ – ორი საუკეთესო გუნდია“, – მოჰყავს კროოსის სიტყვები Sky Sport Germany-ის.

მსგავსი