ტონი კროოსი „რეალ მადრიდთან“ კონტრაქტს გააგრძელებს
ტონი კროოსი „რეალ მადრიდთან“ კონტრაქტს გააგრძელებს

„რეალ მადრიდის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი გუნდთან კონტრაქტს გააგრძელებს, იტყობინება მადრიდელთა ოფიციალური გვერდი. ახალი შეთანხმება 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

წინა კონტრაქტი გერმანელს 2022 წლამდე ჰქონდა. მიმდინარე სეზონში 29 წლის ფეხბურთელმა „რეალის“ შემადგენლობაში 43 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა ექვსი შედეგიანი გადაცემა.

პორტალი „ტრანსფერმარკტი“ (transfermarkt.de) გერმანელ ნახევარმცველს 80 მილიონ ევროდ აფასებს.