თომას ტუხელმა აღიარა, ვის მისცა ხმა „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში #1TVSPORT
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა მხარი დაუჭირა თავისი გუნდის ფორვარდს ჰარი კეინს „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში.
ITV Sport-სთვის მიცემულ ინტერვიუში გერმანელმა სპეციალისტმა თავისი არჩევანი საკლუბო და საერთაშორისო დონეზე კეინის ციფრებითა და მიღწევებით დაასაბუთა.
„ჰარი კეინი წელს „ოქროს ბურთის“ ჩემი მფლობელია. ასეთი სეზონის შემდეგ – დიახ. 70 გოლზე მეტი. სამი ტიტული „ბაიერნში“. ნახევარფინალები ჩემპიონთა ლიგასა და მსოფლიო ჩემპიონატზე“, – განაცხადა ტუხელმა.
„ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.